ლევან მაჭავარიანი - ევროპარლამენტის რეზოლუციით კიდევ ერთხელ გვაჩვენეს უსამართლო დამოკიდებულება, მათი მხრიდან შანტაჟი გრძელდება, დროა, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და რეალობა აღიქვან
ლევან მაჭავარიანი - ევროპარლამენტის რეზოლუციით კიდევ ერთხელ გვაჩვენეს უსამართლო დამოკიდებულება, მათი მხრიდან შანტაჟი გრძელდება, დროა, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და რეალობა აღიქვან

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მორიგი ლუსტრაციაა იმის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ გვაჩვენეს უსამართლო დამოკიდებულება. მათი პოზიციები ჩვენთვის სიახლე არ არის, მათი მხრიდან შანტაჟი გრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „დროა, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და რეალობა აღიქვან, რომ ვერც რევოლუციის მცდელობით და ვერც არჩევნებში ჩარევის გზით „ქართული ოცნება“ ვერ დაამარცხეს“.

„სამი ტელევიზიის დასანქცირებას ითხოვენ. ფაქტობრივად, პირდაპირ ამბობენ, რომ მხოლოდ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ უნდა დარჩეს. არჩევნების ჩატარებას ისევ ითხოვენ, როცა გაყალბების თაობაზე ერთი მტკიცებულება არ არსებობს. მათი პოზიციები ჩვენთვის სიახლე არ არის, მათი მხრიდან შანტაჟი გრძელდება. აქვე უთითებენ, რომ გარკვეული ჯგუფია, ვისაც შეზღუდვები არ უნდა შეეხოს. ვისაც სამოქალაქო საზოგადოებად მოიაზრებენ, ისინი კოლექტიური ლომჯარია-გიგაურები და კოლექტიური ნოდარ მელაძეები არიან. მათი ინტერესების გამტარებელი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“. მათ მხარდასაჭერად ანტისამთავრობო მიტინგებზე მინისტრებს აგზავნიდნენ, რევოლუციების დაგეგმვასა და დაფინანსებაში მონაწილეობდნენ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც მათ დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს, საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოაყენებინებენ, როგორც უკრაინა გამოიყენეს. დროა, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და რეალობა აღიქვან, რომ ვერც რევოლუციის მცდელობით და ვერც არჩევნებში ჩარევის გზით „ქართული ოცნება“ ვერ დაამარცხეს. იმედია, ევროკავშირი ასეთ გადახრილ კურსს არ გაჰყვება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.