ლევან მაჭავარიანი - ეუთო-ს წარმომადგენლის განცხადება დროულია და მხოლოდ ობიექტურობაზეა დაყრდნობილი, პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ კანონით დადგენილ ჩარჩოებს არ უნდა სცდებოდეს
ლევან მაჭავარიანი - ეუთო-ს წარმომადგენლის განცხადება დროულია და მხოლოდ ობიექტურობაზეა დაყრდნობილი, პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ კანონით დადგენილ ჩარჩოებს არ უნდა სცდებოდეს

ეუთო-ს წარმომადგენლის განცხადება დროულია და მხოლოდ ობიექტურობაზეა დაყრდნობილი. „ქართული ოცნების“ პირობებში პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებს არ უნდა სცდებოდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი გამოეხმაურა უთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

„პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით, რომ როგორც კი შეკრება იწყება, ერთ-ორ საათში გადადის საშინელ პროცესებში, სპეციალურად გადაჰყავთ, აქტიურად მიმდინარეობს პროვოკაციები სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიმრთ, „მოლოტოვის კოქტეილების“, პიროტექნიკის სროლა პირდაპირ სახეში დამიზნებით, მძიმე მეტალების სროლა და ასე შემდეგ. ეუთო-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოუწოდა, საპროტესტო აქცია მშვიდობიან ფორმაში შეინარჩუნეთო. ეუთო-ს წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებაა, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციური პარტიებისადმი, რომ დიალოგი უნდა იყოს და ამის ყველაზე კარგი ფორმატი პარლამენტია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.