ლევან მაჭავარიანი – დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ საუბარს არ ვაპირებთ არც „ლელოსთან“ და არც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ რომელიმე პარტიასთან
„ლელომ“ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მანდატები დახია და თავის ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ლელომ“, პირველ რიგში უნდა აღიაროს, რომ მათი მხრიდან ეს იყო ცუდი საქციელი.
„ამას როდესაც აღიარებენ, შემდეგ ვიფიქრებთ, ზოგადად, საუბარზე. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ საუბარს არ ვაპირებთ არც „ლელოსთან“ და არც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ რომელიმე პარტიასთან, პარლამენტის ფორმატის გარდა. კრიზისი რადიკალურ ოპოზიციაშია, საქართველოში კრიზისი არ არის. ქვეყნის მართვა ჩვეულებრივად მიმდინარეობს, პარლამენტი და მთავრობა მუშაობენ. შესაბამისად, ვერანაირი კრიზისის ნიშნებს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.