ლევან მაჭავარიანი - ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ძალადობას და ნებისმიერი ასეთი ფაქტი სამწუხაროა, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ბულინგზე არავის აქვს რეაგირება, რაც იწვევს ასეთი ფაქტების წახალისებას
ლევან მაჭავარიანი - ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ძალადობას და ნებისმიერი ასეთი ფაქტი სამწუხაროა, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ბულინგზე არავის აქვს რეაგირება, რაც იწვევს ასეთი ფაქტების წახალისებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა სამწუხაროა და ასეთ ფაქტებს გმობს.

მისივე თქმით, ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ბულინგზე რეაგირების არქონა საბოლოოდ ახალისებს ასეთ შემთხვევებს.

„ნებისმიერი ასეთი ფაქტი ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ძალადობას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან მოხდება და, საბოლოო ჯამში, ვინ იქნება ამით დაზარალებული. ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ბულინგს, რაც მიმდინარეობს პოლიტიკოსებზე, ამასაც ძალადობად მივიჩნევთ და ძალიან სამწუხაროა, რომ დიპლომატიური კორპუსი ამას არ ეხმიანება და პირიქით, ახალისებენ. ჩავუფურთხოთ საჭმელში და მანამდე რომ იყო, სამი ტყვია კეფაში და ა.შ. ამაზე არავის რეაგირება არ აქვს. სწორედ ეს ყველაფერი იწვევს ამის ირიბად წახალისებას. გუშინდელ კადრებში, რაც მე პირადად ვნახე, ბატონმა გახარიამ დაიწყო ფიზიკური ძალადობა დიმიტრი სამხარაძეზე და შემდეგ ბატონი დიმიტრისგან რეაგირებაც მოულოდნელი არ იყო. ამ საკითხზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა ყველაფერი ცალსახად ჩანს კადრებში, რაც ნანახი გვაქვს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.