ლევან მაჭავარიანი - ბოკუჩავას როგორ დამამცირებლად მოექცნენ, მანქანაში შეიტყო ახალი თავმჯდომარის ამბავი, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს აღარ უნდა უკვირდეს, რომ არაფერს ნიშნავს მათთვის ადამიანი 
ლევან მაჭავარიანი - ბოკუჩავას როგორ დამამცირებლად მოექცნენ, მანქანაში შეიტყო ახალი თავმჯდომარის ამბავი, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს აღარ უნდა უკვირდეს, რომ არაფერს ნიშნავს მათთვის ადამიანი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თინა ბოკუჩავამ პარტიის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მანქანაში შეიტყო, რაც ბოკუჩავას მიმართ დამამცირებელი ქმედება იყო.

მაჭავარიანის თქმით, ამის შემდეგ არავის უნდა უკვირდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ადამიანი და მისი უფლებები არაფერს ნიშნავს.

ამასთან, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ოპოზიციურ ალიანსს მომავალი არ აქვს.

„მიშა სააკაშვილის ფავორიტობისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა იბრძვიან. ეს ადამიანები უკადრებელს კადრულობენ, რაც მათგან არავის უკვირს. როგორ დამამცირებლად მოექცნენ თინა ბოკუჩავას – მანქანაში შეიტყო ახალი თავმჯდომარის ამბავი – ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს აღარ უნდა უკვირდეს, როგორ დამამცირებლად ექცეოდნენ მოსახლეობას, რამდენად არაფერს ნიშნავს მათთვის ადამიანი და ადამიანის უფლებები.

ოპოზიციურ ალიანსს არანაირი მომავალი არ აქვს. მძიმე მდგომარეობაში იგდებენ თავს, როცა მომავლის გეგმაზე საუბრობენ. გარე უფროსების მითითებით კეთდება ეს ყველაფერი, მათ შორის გაერთიანება, დაშლა და სპექტაკლები“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.