ლევან ლორთქიფანიძე - მეასეხარისხოვან ევროდეპუტატებს მოძებნიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, გამოიყვანენ და მათი პოზიცია დასავლეთის პოზიციად ცხადდება
ლევან ლორთქიფანიძე - მეასეხარისხოვან ევროდეპუტატებს მოძებნიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, გამოიყვანენ და მათი პოზიცია დასავლეთის პოზიციად ცხადდება

გამოჰყავთ ვინმე ვოლსკი, ოღონდ, ჩვენი ვოლსკი არა, იმათი, სარიუშ ვოლსკი, რომელიც პოლონეთში თავისი პარტიიდანაც გაგდებულია, ევროპარლამენტში ლამის, ფრაქციის გარეშეა დარჩენილი, სრულიად მარგინალი დეპუტატია და 1992 წლის პარლამენტში რომ ლუიზა შაკიაშვილი იყო, დაახლოებით, იმ რანგის პოლიტიკოსია, – ამის შესახებ ლევან ლორთქიფანიძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„გამოჰყავთ ასეთი პოლიტიკოსი და ისე გამოჰყავთ, თითქოს, ეს ევროპის პოზიციაა. მე ეს ვიცი, მაგრამ ეს მარტო ჩემთან რჩება. რამდენი რამ დამიწერია ევროპის სახალხო პარტიაზე, მის შიდა დაპირისპირებაზე და ა. შ, მაგრამ ეს ფართო საზოგადოებამდე არ მიდის, რადგან მე ვინ ვარ, როცა პროპაგანდის ამხელა მანქანა მუშაობს. ისინი, 700 დეპუტატიდან, ვიღაც მეასეხარისხოვან ევროდეპუტატებს მოძებნიან, გამოიყვანენ და მათი პოზიცია დასავლეთის პოზიციად ცხადდება“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ეს დასავლეთის, იქაური პოლიტიკოსებისა და ისტებლიშმენტის პრობლემაა, რომ ასეთი მეასეხარისხოვანი დეპუტატების ამარად ვყავართ მიტოვებული, რომლებიც შესაბამის დისკურსებსა და დამოკიdებულებებს ქმნიან.

ლევან ლორთქიფანიძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთგვარი კოლონიური, თუ ნეოკოლონიალური დამოკიდებულება დღემდე არსებობს, რაც სამწუხაროა.