ლევან კუტალია - ბათუმის „დინამოს“ ინტერესი ძალიან მესიამოვნა და ბევრი არც მიფიქრია #1TVSPORT
ლევან კუტალია - ბათუმის „დინამოს“ ინტერესი ძალიან მესიამოვნა და ბევრი არც მიფიქრია #1TVSPORT

ლევან კუტალიამ კომენტარი გააკეთა ბათუმის „დინამოში“ გადასვლაზე. თავდამსხმელმა ზღვისპირელებთან კონტრაქტი ორი დღის წინ გააფორმა.

„ბათუმის „დინამოში“ პირველად ვივარჯშე და ძალიან სასიამოვნო პროცესი გამოვიდა. ბიჭები კარგად დამხვდნენ და კლუბში სასიამოვნო გარემოა.

როცა ბათუმის „დინამოდან“ დამიკავშირდნენ, ძალიან მესიამოვნა. მით უფრო იმის გამო, რომ ვიცი, ამ გუნდში რა გარემოც არის და როგორი გულშემატკივრები ჰყავს.

მეც ბევრი არ მიფიქრია და ჩამოსვლა გადავწყვიტე. ვეცდები, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“, – ამბობს ლევან კუტალია.

34 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა კარიერა მშობლიური ზუგდიდის კლუბ „მგლებში“ დაიწყო. 2008 წელს კუტალია გადავიდა ბოსნია-ჰერცეგოვინას სარაევოს „სლავიაში“, სადაც ორი სეზონი გაატარა, შემდეგ კი ერთი წელი „ზრინსკში“ ითამაშა.

ასევე უთამაშია ქობულეთის „შუქურაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „დინამო თბილისში“ , პავლოდარის „ირტიშში“, მერე კი სამი ებრაეულ კლუბებში – თელ-ავივის ალ-ფაჰმის „ჰაპოელში“ და „სექცია ნეს-ციონაში“. 2023 წლიდან „ალაშკერტის“ მოთამაშე გახდა, იყო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, მაგრამ გუნდი მალევე დატოვა.

ლევან კუტალია საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ორჯერ კი საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.