ლევან კორღალიძე - უცხოეთში წასვლას არ ვჩარობ, ჯერ შედეგს საქართველოში უნდა მივაღწიო
ლევან კორღალიძე - უცხოეთში წასვლას არ ვჩარობ, ჯერ შედეგს საქართველოში უნდა მივაღწიო

თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი ლევან კორღალიძე საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ უცხოეთიდან მიწვევბი აქვს, მაგრამ ჯერ საქართველოდან წასვლას არ ჩქარობს.

„მუშოაბა რუსულ და ლატვიურ გუნდებში შემომთავაზეს. ლატვიაში კონკრეტული ვარიანტია, ხოლო რუსეთში ჯერ მხოლოდ ინტერესის დონეზეა. ლაპარაკია პრემიერლიგის გუნდზე, რომელიც სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება. მაგრამ ამ ნაბიჯის გადასადგმელად დრო მჭირდება. მართალი გითხრათ, ჯერ არ მინდა საქართველოდან წასვლა. კარგი იქნება, რომ აქ მივაღწიო შედეგს და მერე, შესაძლოა, ბევრად უკეთეს გუნდში მუშაობა შემომთავაზონ. ამიტომ არ ვჩქარობ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან კორღალიძე.

ლევან კორღალიძემ „ლოკომოტივი“ 2019 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა, როდესაც გუნდი აუტსაიდერებში იყო და იმდენი მაოხერხა, სეზონის ბოლოს გუნდი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში გაიყვანა („საბურთალოსთან“ 1:3 წააგეს), ეროვნულ ლიგაში კი მეოთხე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

კორღალიძემ 2020 წლის სეზონიც „ლოკომოტივის“ მწვრთნელის რანგში დაიწყო, მაგრამ პანდემიის პერიოდში გუნდში ხელფასების მკვეთრ შემცირებას არ დაეთანხმა და გუნდი დატოვა.