ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ იმ ფილმების სიაში მოხვდა, რომელთა გამოსვლასაც ყველაზე მეტად ელოდებიან
ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ იმ ფილმების სიაში მოხვდა, რომელთა გამოსვლასაც ყველაზე მეტად ელოდებიან

ამერიკულმა კინოგამოცემამ ioncinema.com და საავტორო კინოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბრიტანულმა ვიდეო პორტალმა MUBI-მ ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ იმ ფილმების სიაში შეიყვანა, რომელთა გამოსვლასაც ყველაზე მეტად ელოდებიან.

ფილმი, რომელიც მამა-შვილის რთულ და სენტიმენტალურ ურთიერთობას ასახავს, ოთხი ქვეყნის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის ქართული ნაწილის გადაღებები 2017 წლის თებერვალში დაიწყო.

პროექტში აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი მაუწყებელიც. ლევან კოღუაშვილმა „მეოთხე ბრაიტონის“ დიდი ნაწილი პროექტის პარტნიორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში გადაიღო.

რეჟისორის ფოკუსში ტრადიციულად, ადამიანები და მათ შორის არსებული ურთიერთობებია.