ლევან კოღუაშვილის ფილმის, „გურიის“ მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება
ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება. ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი „გურია“ ვენეციის კინოფესტივალის სექციაში, Venice Spotlight-ზე იქნება წარმოდგენილი.
ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, Venice Spotlight-ი კინოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სექციაა, სადაც შემოქმედებითი ორიგინალურობითა და ძლიერი მხატვრული ხედვით გამორჩეული ნამუშევრები იყრის თავს. წელს სექციისთვის მხოლოდ რვა ფილმია შერჩეული.
„ეროვნული კინოცენტრი ულოცავს რეჟისორსა და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან აღიარებას“, – აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდზე.