ლევან კოღუაშვილის ფილმი „გოგიტას ახალი ცხოვრება" ოდესის კინოფესტივალზე, არასაკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები 
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გოგიტას ახალი ცხოვრება" ოდესის კინოფესტივალზე, არასაკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები 

ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი „გოგიტას ახალი ცხოვრება” ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, არასაკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. სოციალურ დრამას სპეციალური ჩვენების ფარგლებში, ფესტივალის სტუმრები 18 ივლისს ნახავენ.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც ციხეში გატარებული 14 წლის შემდეგ ცდილობს დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.მისი სურვილები საკმაოდ მოკრძალებულია, საკუთარი სახლი და კარგ ქალზე ქორწინება.

მაგრამ ვის დააინტერესებს ღარიბი ფერმერი და ყოფილი მსჯავრდებული, ვინც ისევ დედასთან ერთად ცხოვრობს? შემდეგ ინტერნეტით მაკას გაიცნობს. ის ისეთი ახალგაზრდა აღარ არის და ულამაზესია, მაგრამ უგემრიელეს ნამცხვრებს აცხობს. მიუხედავდ იმისა, რომ ერთმანეთს არც კი შეხვედრიან, მალევე დიდ გეგმებს აწყობენ. გოგიტას დედა ამით ბედნიერი არ არის, „ლამაზ ახალგაზრდა გოგონას რატომ ვერ მონახავ? მაკა ძალიან მსუქანია!”, – ამბობს ის.

წმინდა დაკვირვებით და ზოგჯერ სტილისტური ჩარევებით, ფილმი გვაჩვენებს ორი უბრალო ადამიანის, კაცის და ქალის ტრაგიკომედიურ ამბავს, რომლებიც მაღალი მოთხოვნების მქონე სამყაროში სიყვარულს ეძებენ. სოფლის ცხოვრების ყოველდღიური შთაბეჭდილებები, განმარტოებული გართობა ზღვისპირა ქალაქებში და ქართული ოჯახური სადილები გვაჩვენებს მგრძნობიარე და იუმორით სავსე ხედვას ქართველი კაცის ცხოვრების შესახებ.

ფილმის სატელევიზიო პრემიერა, რამდენიმე დღის წინ, პირველი არხის ეთერში გაიმართა.

ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ- ერთი პრესტიჟული ფორუმია. ფესტივალი პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდა.

ამჟამად ფესტივალს რამდენიმე საკონკურსო პროგრამა აქვს: ნაციონალური მხატვრული ფილმები, ნაციონალური მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ევროპული დოკუმენტური კინო და საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.