ლევან კოღუაშვილის დოკუმენტურ ფილმს რუსეთში აჩვენებენ
ლევან კოღუაშვილის დოკუმენტურ ფილმს რუსეთში აჩვენებენ

ლევან კოღუაშვილის დოკუმენტურ ფილმს, “გოგიტას ახალი ცხოვრება” რუსეთში აჩვენებენ. ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ფილმი რუსულ კინოგაქირავებაში დეკემბრის დასაწყისიდან გამოვიდა და უკვე დაიმსახურა დადებითი შეფასებები.

ფილმის “გოგიტას ახალი ცხოვრება” მსოფლიო პრემიერა დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალის, IDFA სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში შედგა.

ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ადამიანის შესახებ, რომელიც ციხიდან 14-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გამოდის და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს.