ლევან კობიაშვილმა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა
ლევან კობიაშვილმა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა

ფეხბურთის ფედერაციამ 2018 წელი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების წლად გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში სტადიონი განახლდა.

ამასთან დაკავშირებით, სოფელში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ჩავიდა და ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა.

„ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვა სტადიონებზე არსებობს. დაისახა მათი გადაჭრის გზებიც“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.