ლევან კობიაშვილი – ხვიჩა ნამდვილად იმსახურებს „ოქროს ბურთს“ #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ ყველაზე რეალურ კანდიდატად თვლის – საქართველოს ნაკრების ლიდერის და პსჟ-ის ვარსკვლავის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სასტუმრო „პარაგრაფ თაბორში“ გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ისაუბრა.
მანამდე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის რიგებში მეორედ მოგებული ჩემპიონთა ლიგა მიულოცა და მას „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში გამარჯვება უსურვა.
„არა მხოლოდ ჩვენ, უცხოელებიც იზიარებენ იმ აზრს, რომ ხვიჩა ნამდვილად იმსახურებს „ოქროს ბურთს“. იმედია, ასეც იქნება. მინდა, წარმატება ვუსურვო ხვიჩას და ნაკრებს, რადგან სექტემბრიდან ერთა ლიგის გათამაშება გვეწყება“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
სფფ-ის რიგით ყრილობაში 28 დელეგატი მონაწილეობდა. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სერგო გაბელაიას განცხადების საფუძველზე სფფ-ის წევრობიდან გასვლასთან დაკავშირებით, დელეგატებმა მხარი დაუჭირეს რეგიონული ორგანიზაციის გაუქმებას.