ლევან კობიაშვილი - ბელარუსთან მატჩის გადადება იდეალური გადაწყვეტილება იყო
ლევან კობიაშვილი - ბელარუსთან მატჩის გადადება იდეალური გადაწყვეტილება იყო

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების მიერ გამართულ ფეიქსბუკ-კონფერენციაზე ლევან კობიაშვილმა ბელარსუსთან გადადებულ ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე ილაპარაკა, რომელიც თბილისში 26 მარტიდან ივნისისთვის გადაიდო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას გადაწყვეტილება მოიწონა.

„უეფამ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პლეი ოფის მატჩები გადადო. ახალი რეალობით, თამაშები ივნისში უნდა შედგეს, მაგრამ ჯერ ამის დაზუსტებით თქმაც შეუძლებელია – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მოვლენები როგორ განვითარდება. ჩვენ ვიყავით პირველები, რომელმაც უეფას მატჩის გადადების მოთხოვნით მივმართეთ და განცხადება გავავრცელეთ – ეს თამაში მხოლოდ მაყურებლის დასწრებით უნდა გამართულიყო, ხოლო უმაყურებლოდ ჩატარება გამოსავალი არ იყო. მით უფრო, რომ ჩვენთვის ეს მატჩი ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო და დად იმედებსაც ვუკავშირებდით. კარგია მაყურებლის ჯანმრთელობზე ზრუნვა, მაგრამ რანაკლებ მნიშვნელოვანი მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე ფიქრია. მიხარია, რომ საბოლოოდ უეფამ ეს ფაქტორი გაითვალისწინეს და მიმაჩნია, რომ მატჩის გადადება იდეალური გადაწყვეტილება იყო“ – ამბობს ლევან კობიაშვილი.