ლევან კობერიძის ინფორმაციით, ახალ ფრაქციას „დამოუკიდებელი დეპუტატი“ ერქმევა და მას მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს
ლევან კობერიძის ინფორმაციით, ახალ ფრაქციას „დამოუკიდებელი დეპუტატი“ ერქმევა და მას მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს

დამოუკიდებელი დეპუტატების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ფრაქციის სახელწოდება იქნება „დამოუკიდებელი დეპუტატი“. კობერიძე ამბობს, რომ ფრაქცია იმ თემებზე იმუშავებს, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

„იმედია, ფრაქციას სხვა დამოუკიდებელი დეპუტატებიც შექმნიან, რათა საპარლამენტო საქმიანობა მრავალფეროვანი იყოს“, – განაცხადა კობერიძემ.

ფრაქციის წევრები იქნებიან: ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე.