ლევან კობერიძე - ყალბ გვერდებთან დაკავშირებით შესაბამისმა სტრუქტურებმა გამოძიება უნდა დაიწყონ
ლევან კობერიძე - ყალბ გვერდებთან დაკავშირებით შესაბამისმა სტრუქტურებმა გამოძიება უნდა დაიწყონ

დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მიერ ანგარიშებისა და გვერდების წაშლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

კობერიძე ამბობს, რომ თუ შესაბამისი სტრუქტურები გამოძიებას არ დაიწყებენ, მოითხოვს, პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„შესაბამის სტრუქტურებს მოვუწოდებ, ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყონ, რადგან მრავალი სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები იკვეთება. თუ ეს ასე არ მოხდება, მე ჩემის მხრივ აუცილებლად დავაყენებ საკითხს, რომ პარლამენტში ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

ეს არის საკითხი, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ერთის მხრივ ხელისუფლების მხრიდან სიყალბის ტირაჟირებასთან, რაც პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავს სწორედ იმ საშუალებებით, რომელსაც იყენებდა. ასევე, საქმე გვაქვს საბიუჯეტო თანხების არასწორ განკარგვასთან. ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და ამას გამოძიება სჭირდება. თუ გამოძიება არ დაიწყება, პარლამენტმა აუცილებლად უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია, რომლის ფარგლებში ყველაფერს პასუხი გასცეს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

დატოვე კომენტარი