ლევან კობერიძე - სტრატეგიულ პარტნიორს ხმამაღლა მოუწია თქმა, რომ მისი ინტერესია ანაკლიის პორტის აშენება
ლევან კობერიძე - სტრატეგიულ პარტნიორს ხმამაღლა მოუწია თქმა, რომ მისი ინტერესია ანაკლიის პორტის აშენება

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის შეფასებით, პორტის პროექტის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება საქართველოს მთავრობისთვის ყურის აწევაა.

როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, საქართველოს გეოპოლიტიკიდან და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სტრატეგიულ პარტნიორს ანაკლიის პორტზე თავისი ინტერესების დაფიქსირება ძალიან ხმამაღლა მოუწია.

„ვფიქრობ, რომ ეს იმ არაგონივრული აჟიოტაჟის შედეგია, რაც ხელისუფლების გარკვეული უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით არის განპირობებული. ერთი მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ანაკლიის პორტს ხელს უწყობს, მაგრამ მეორე მხრივ, ვინც პასუხისმგებელია ამ პროექტზე, პროკურატურაში ფულის გათეთრებაზე არის დაბარებული და საქმე დაუსრულებელია, რაც ურიერთსაწინააღმდეგოა. კარგი არ არის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ხმამაღლა მოუწია იმის თქმა, რომ ქვეყანაში მისი ინტერესია ანაკლიის პორტის აშენება”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გუშინ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.