ლევან კობერიძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს კიდევ აქვს საშუალება, ქართულ პოლიტიკაზე განცხადებები აკეთოს
ლევან კობერიძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს კიდევ აქვს საშუალება, ქართულ პოლიტიკაზე განცხადებები აკეთოს

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ ველს უნდა მოშორდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ „საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია“.

ამასთან, კობერიძის შეფასებით, წესით, ერთი ადამიანის განცხადებების გამო ქვეყნებს შორის ურთიერთობებში პრობლემა არ უნდა გაჩნდეს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს კიდევ აქვს საშუალება და შესაძლებლობა, ქართულ პოლიტიკაზე ასეთი განცხადებები აკეთოს. თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკრაინის ერთი მოქალაქის ნებისმიერი გამონათქვამის ან სტატუსის გამო შეიძლება, პრობლემურიგახდეს და აირიოს, მაშინ პრობლემა სხვაგან გვაქვს. ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, წესით, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ვერ ირევა“, – აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ.