ლევან კობერიძე - „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ადეიშვილ-სააკაშვილის რეჟიმის სასამართლოს გადმობარება ხდება
ლევან კობერიძე - „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ადეიშვილ-სააკაშვილის რეჟიმის სასამართლოს გადმობარება ხდება

„ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ დღეს ადეიშვილ-სააკაშვილის რეჟიმის სასამართლოს გადმობარება ხდება,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

კობერიძის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ, ლევან მიქაბერიძეს დაუსვა კითხვები, რომლებიც, მისივე განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს.

„დღეს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს კითხვები დავუსვი, რომლებიც თვალნათლივ აჩვენებს, თუ როგორ ხდება ადეიშვილ-სააკაშვილის რეჟიმის სასამართლოს გადმობარება დღეს „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ. მაშინ რაც ხდებოდა, ძალადობა, ბიზნესის წართმევა, ჩუქება იძულებით სახელმწიფოსთვის, ეს იყო ძალიან ბუნებრივი პროცესი. როდესაც სახელმწიფოა მოპასუხე თბილავიამშენის საქმესთან დაკავშირებით და მოსამართლე, რომელიც დიდი ალბათობით, არის ხელისუფლებისგან და მასთან დაკავშირებული მსხვილი ფინანსური ჯგუფების მხრიდან დაბევებული, იღებს იმ გადაწყვეტილებას, თითქოსდა 2010 წელს ამხელა ქონების ჩუქება სახელმწიფოსთვის ერთ დღეში, არანაირ კითხვებს იწვევს. ეს საქმე, დღეს რაც არის, ძალიან თვალნათლივ აჩვენებს, თუ როგორ ხდება გადმობარება ადეიშვილ-სააკაშვილის სასამართლოს რეჟიმის „ქართული ოცნების” მიერ”,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

კობერიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა” ერთად მართავენ ქვეყანას, მათ შორის სასამართლოს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.