ლევან კობერიძე - ლევან ვასაძე ისეთ კომპანიასა და თანამდებობაზე მუშაობდა, წარმოუდგენელია, არ ჰქონდეს კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან
ლევან კობერიძე - ლევან ვასაძე ისეთ კომპანიასა და თანამდებობაზე მუშაობდა, წარმოუდგენელია, არ ჰქონდეს კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში აქციაზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთა.

როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, საზოგადოება ლევან ვასაძის საქმიან ბიოგრაფიას კარგად უნდა გაეცნოს.

„თუ „აეფკა“-ს სისტემა გაგიგიათ, ნახავთ, ვასაძეს რა პოზიცია ეკავა. ეჭვი არავის ეპარება, რომ მსგავსი სახის ორგანიზაციები და კომპანიები რუსეთში პირდაპირ მათ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში. ეს ხელის გულზე დევს და ამას მარჩიელობა არ სჭირდება. ჩემთვის გასაგებია, ლევან ვასაძე ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ადამიანი ისეთ კომპანიასა და ისეთ თანამდებობაზე მუშაობდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ არ ჰქონდეს პირდაპირი, არათუ ირიბი კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან. მისი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და თუ ქვეყანას პრეტენზია აქვს, რომ ქვეყანაა, შესაბამისი ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადაიდგას. თუ არის რამე კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. კანონი ყველასთვის კანონია“, – განაცხადა კობერიძემ.