ლევან კობერიძე - ხუმრობით ვიტყვი, „ქართულმა ოცნებამ“ კორონავირუსი იმდენად გვერდში დაიყენა, რომ მანაც სიყვარულით უპასუხა და პოლიტიკურ სპექტრში დაინფიცირება მათი ოფისიდან დაიწყო
ლევან კობერიძე - ხუმრობით ვიტყვი, „ქართულმა ოცნებამ“ კორონავირუსი იმდენად გვერდში დაიყენა, რომ მანაც სიყვარულით უპასუხა და პოლიტიკურ სპექტრში დაინფიცირება მათი ოფისიდან დაიწყო

ხუმრობით ვიტყვი, „ქართულმა ოცნებამ“ კორონავირუსი იმდენად გვერდში დაიყენა, რომ მანაც სიყვარულით უპასუხა და პოლიტიკურ სპექტრში დაინფიცირება „ქართული ოცნების“ ოფისიდან დაიწყო, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას, კობერიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ კორონავირუსის თემას სათავისოდ იყენებს.

,,საარჩევნო გარემო კარგს არაფერს მოასწავებს. „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია, დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია ბიუჯეტის ხარჯზე ამომრჩევლის მოსყიდვის გზით. ძალოვანი სტრუქტურები ჰყავს ჩართული და ადმინისტრაციულ რესურს იყენებს. რაც შეეხება იმას, რომ კორონავირუსის თემას საბოლოოდ თავისთვის საარჩევნოდ იყენებს, მგონი ესეც გასაგებია. ხუმრობით ვიტყვი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კორონავირუსი იმდენად გვერდში დაიყენა და მოკავშირედ გაიხადა, რომ კორონავირუსმაც სიყვარულით უპასუხა და პოლიტიკურ სპექტრში დაინფიცირება „ქართული ოცნების“ ოფისიდან დაიწყო.  რეალობა გავქვს ასეთი, „ქართული ოცნება“ კორონავირუსთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთან აპირებს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და მოსახლეობას სჭირდება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა.  ასეთი ძალა არის „ლელო საქართველოსთვის“, – განაცხადა კობერიძემ.