ლევან კობერიძე - „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მატაობენ, ფინტაობენ და გოლი ვერ გააქვთ
ლევან კობერიძე - „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მატაობენ, ფინტაობენ და გოლი ვერ გააქვთ

„ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ დავარქვი პოლიტიკური ფინტაობამატაობენ, ფინტაობენ და გოლი ვერ გააქვთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება ქვეყანას, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით მოხდეს, სადაც ხალხის ნება მაქსიმალურად იქნება ასახული.

„გუშინ, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, დარბაზში არ შევედით და ზემოქმედება მოვახდინეთო, ანუ, დარბაზში არ შევიდნენ, კაშპიროვსკები არიან და ცდილობდნენ, ჩვენ მწვანე ღილაკებზე თითი დაგვეჭირა. მდინარაძეც ბედნიერი გამოვიდა და თქვა, 116 ხმა იყოო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი გარანტირებული ხმა იყო – 23. „ქართული ოცნება“ პროცესიდან თავის დაძვრენას ცდილობდა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მათ ინტერესში შედიოდა ცვლილებების ისე ჩაგდება, რომ ეს დაბრალებოდა „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ასე ფინტაობაში გაატარებდნენ დროს. რეალურად, ჩვენ მიერ მყარად დაფიქსირებული პოზიცია ორ თანავარსკვლავედს გასაქანს არ აძლევს, რომ მათ გარკვეული პოლიტიკური ხრიკები აწარმოონ. იმის მტკიცება, რომ არ შედიხარ სხდომაზე და ისე ასრულებ ვალდებულებას ღილაკზე თითის დაუჭერლად, ეს საერთოდ ახალი სიმაღლეებია პოლიტიკური ტექნოლოგიის. სადაც ერთმანეთში შეთანხმდნენ, ისევ იქ, უკანა ეზოში შეიკრიბონ და იქ მოილაპარაკონ. საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება ქვეყანას, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით მოხდეს, სადაც ხალხის ნება მაქსიმალურად იქნება ასახული. „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებასთან“ რაღაც მოილაპარაკონ, ეს იგივეა, თქვენ მოელაპარაკოთ კოლეგას, ნაყინი ვჭამოთო და რომ ვერ შეჭამოთ ნაყინი, მე მომთხოვოთ პასუხი, ვერ ვჭამეთო“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

დატოვე კომენტარი