ლევან კობერიძე ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას მიწვევას ითხოვს 
ლევან კობერიძე ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას მიწვევას ითხოვს 

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ითხოვს, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მოიწვიოს.

როგორც ლევან კობერიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქობულიას მოსმენა მოხდეს ღია ფორმატში, რათა მან პასუხი გასცეს მთავარ კითხვებს.

„მოვითხოვ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ყველაფერი გააკეთოს, რათა გიორგი ქობულიას მოსმენა კომიტეტის ან ნებისმიერ სხვა ფორმატში რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. თუ რომან კაკულია ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ მე და რამდენიმე დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი მზად ვართ, ქობულია ღია ფორმატში მოვიწვიოთ, რათა მის ანგარიშს მოვუსმინოთ, კითხვები დავუსვათ და მან პასუხი გასცეს მთავარ კითხვას, რა ბარიერები არსებობს ქვეყანაში იმის საპირისპიროდ, რომ ეკონომიკის ზრდა ფაქტობრივად გაორმაგებული იყოს. რომან კაკულიასგან საბოლოო პასუხს ველოდები, აპირებს თუ არა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. მე აუცილებლად პირადად დავუკავშირდები ქობულიას და ამ წინადადებას შევთავაზებ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.