ლევან კობერიძე - ეკა ბესელიას წასვლა დამაფიქრებელია, რადგან იმ ღირებულებებისთვის იბრძოდა, რითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა
ლევან კობერიძე - ეკა ბესელიას წასვლა დამაფიქრებელია, რადგან იმ ღირებულებებისთვის იბრძოდა, რითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა

„ქართული ოცნებისთვის“ ეკა ბესელიას წასვლა ძალიან დამაფიქრებელია, რადგან 2012 წელს და მანამდეც იმ ღირებულებებისთვის იბრძოდა, რითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, პატივს სცემს ეკ ბესელიას გადაწყვეტილებას.

„გუშინდელმა კენჭისყრამ დაგვანახა, რომ პრობლემები ღრმაა. ნიშანდობლივი იყო, რომ ბევრმა კოლეგამ თავი შეიკავა და თავისი პოზიცია არ დააფიქსირა. 17 იყო მოწინააღმდეგე, იმ ფონზე, როცა კრიტიკა დაიმსახურა, ველოდი, რომ მოწინააღმდეგეთა ხმა მეტი იქნებოდა. „ქართული ოცნებისთვის“ მისი წასვლა ძალიან დამაფიქრებელია, რადგან 2012 წელს და მანამდეც იმ ღირებულებებისთვის იბრძოდა, რითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. პოლიტიკური დასკვნებია გასაკეთებელი. ზოგჯერ გუნდის საწინააღმდეგოს ვამბობდი, მაგრამ ისტორიიდან ვიცით, რომ ორი-სამი ადამიანის პოზიცია გაცილებით უფრო სწორია, ვიდრე ადამიანების დიდი რაოდენობის. ჩემთვის რაოდენობა სწორს და არასწორს არ ნიშნავს. გუნდში ვარ, ვცდილობ, იმისთვის ვიმუშაო, რომ რაღა გზა არის სწორი, ან არასწორი. თუ დავინახავ, რომ კრეფსითი მურუსიძე-ჩინალაძე იქნება პროცესის წარმმართველი და არა პარლამენტში უმრავლესობა, ჩემს გადაწყვეტილებას მივიღებ“, – განაცხდა ლევან კობერიძემ.