ლევან კობერიძე - ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ყველანაირი ფორმით, მიუხედავდ დაძაბულობისა, აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს
ლევან კობერიძე - ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ყველანაირი ფორმით, მიუხედავდ დაძაბულობისა, აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ყველანაირი ფორმით, მიუხედავდ დაძაბულობისა, უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, ეს ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ქმედებებით, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება კონკრეტულად კარვის დადგმის თემას, ვფიქრობ, თუკი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ორივე მხრიდან, როგორც აქციის მონაწილეების, ისე შსს-ს მხრიდან, რომ ყველანაირი საფრთხე იქნას არიდებული, რაზეც საუბარი იყო შსს-ს განცხადებაში, ასეთ შემთხვევაში კარვის დადგმაში ვერ ვხედავ პრობლემას. ოღონდ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს პროვოკაციების ფონზე, რასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“. მათი სტილია, რომ ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა გადაზარდონ დაძაბულობაში.

კარვების დადგმა, ვფიქრობ, შეიძლებოდა მომხდარიყო უფრო ორგანიზებულად, მათ შორის არასამთავრობოების მხრიდან. არასამთავრობოები აქტიურები რომ არიან ამაში, კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.