ლევან კობერიძე - ანაკლიის პროექტი არ არის სამინისტროს, კონსორციუმის, ხაზარაძის ან ივანიშვილის, ეს არის ქვეყნის მომავლის პროექტი
ლევან კობერიძე - ანაკლიის პროექტი არ არის სამინისტროს, კონსორციუმის, ხაზარაძის ან ივანიშვილის, ეს არის ქვეყნის მომავლის პროექტი

დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შეხვედრა  მიმდინარეობს. მას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ესწრებიან.

„მზად ვარ, ყველა კითხვას პასუხი გავცე და დავანახო საზოგადოებას, თუ რაოდენ მცირედი დარჩა, რომ ეს პროექტი წარმატებით დასრულდეს“, – აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, რაზეც წუხილი გამოთქვა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ.

„ანაკლიის პროექტი არ არის არც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, არც ხაზარაძის ან ივანიშვილის, ეს არის ქართველი ხალხისა და ქვეყნის მომავლის პროექტი“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.