ლევან კობერიძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასგან ქართული ეკონომიკის მდგომარეობაზე მკაფიო დიაგნოზი მოისმინა
ლევან კობერიძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასგან ქართული ეკონომიკის მდგომარეობაზე მკაფიო დიაგნოზი მოისმინა

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრ გიორგი ქობულიასგან მკაფიო დიაგნოზი მოისმინეს ქართული ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ქობულია კონკრეტულ გვარებს დაასახელებდა, მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით.

„პოლიტიკური თვალსაზრისით მკაფიოდ უპასუხა, თუ რა მოცემულობასთან ჰქონდა საქმე. რაც შეეხება ეკონომიკურ ხედვას, სიღრმისეული დიაგნოზი წარმოადგინა, თუ საიდან უნდა დავიწყოთ სწრაფი განვითარება. ამბობს, რომ ქვეყანაში რეალურად 50-პროცენტიანი უმუშევრობაა და არა 12 პროცენტიანი, რაც სტატისტიკის სამსახურის ციფრებშია მოცემული“, – განაცხადა კობერიძემ.

ლევან კობერიძე პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გიორგი ქობულიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის თაობაზე კონსულტაცია არ ჰქონია.