ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან ადვოკატები შევიდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, მურთაზ ზოდელავასთან ადვოკატები შევიდნენ.
მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან უფლებადამცველებმა – გიორგი კონდახიშვილმა, ბექა ბასილაიამ და ლაშა ტყეშელაძემ განაცხადეს, რომ დაკავებულებთან არ უშვებდნენ.