ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძისთვის მილანის „ინტერის“ ფორმა მიიტანა
ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძისთვის მილანის „ინტერის“ ფორმა მიიტანა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის კახა კალაძისთვის მილანის „ინტერის“ ფორმა მიიტანა.

„თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს, არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ის სულ ხალხის წინააღმდეგ არის. დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა დაველაპარაკო – ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა, „მილანი“ და მილანის „ინტერი“ არიან დაპირისპირებული. კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც „ინტერის“ ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს. თბილისელები „ინტერის“ ფეხბურთელები არ არიან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მის ამ განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრს გიორგი მუსხელიშვილს შორის. ამასთან, ხაბეიშვილს უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

„უნიჭოდ გამოგივიდა, ლევან. ფეხბურთს მაინც ვითამაშებ და ქართველი ხალხის სახელით გავიმარჯვებ კიდეც და გოლსაც გავიტან. ამიტომ გამოგართვი ეს ფორმა, რადგან ამ უნიჭო სპექტაკლებისთვის არ უნდა გამოიყენო ეს ტრიბუნა“, – განაცხადა ზარქუამ.