ლევან ხაბეიშვილმა, ანა წითლიძემ, გიული ალასანიამ და გიორგი ჩალაძემ ვარშავაში, პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე სმოლენსკის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ლევან ხაბეიშვილმა, ანა წითლიძემ, გიული ალასანიამ და გიორგი ჩალაძემ ვარშავაში, პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე სმოლენსკის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, გიული ალასანიამ და პარტიის ლიდერებმა, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად, ვარშავაში, პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე პატივი მიაგეს სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას და მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ზუსტად 13 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი იმ ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და ათობით სხვა სამხედრო თუ სამთავრობო პირი იმსხვერპლა“, – აღნიშნულია პარტიის ფეისბუქგვერდზე.