ლევან ხაბეიშვილი - „ვივამედის“ განცხადება ადასტურებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გამოსავალია ჰუმანიტარული მისიით მისი გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფენ მის ჯანმრთელობას 
ლევან ხაბეიშვილი - „ვივამედის“ განცხადება ადასტურებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გამოსავალია ჰუმანიტარული მისიით მისი გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფენ მის ჯანმრთელობას 

„ვივამედის“ განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, განცხადებით ასევე დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ ვერ და არ შეიცვალა, ფაქტია, რომ აქ ვერ უზრუნველყოფენ მის მკურნალობას.

„აქედან არის ერთი გამოსავალი, მოხდეს სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. რაც შეეხება რაღაცნაირად ჭორებს ან სურვილს, რომ რუსულმა ოცნებამ პრეზიდენტი სააკაშვილი დააბრუნოს რუსთავის ციხეში ან გლდანის დაწესებულებაში, ცხადია, ამის გაფიქრებაც კი არის სერიოზული პრობლემა ბიძინა ივანიშვილისა და რუსული ოცნებისთვის. ამასობაში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ხალხის გამარჯვება და იარაღი არის ჩვენსავე ხალხში, ამიტომ 9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ, ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეაღოს ევროპული ცივილიზებული სამყაროს კარი, უნდა შევიკრიბოთ ყველანი ერთად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.