ლევან ხაბეიშვილი - ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში უნდა იყოს ჩასაფრებული, ქვებს, კენჭებს და ტალახებს ისროდეს, დრო პოლიტიკურად შეჭამს და ეს არ არის მათთვის კარგი
ლევან ხაბეიშვილი - ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში უნდა იყოს ჩასაფრებული, ქვებს, კენჭებს და ტალახებს ისროდეს, დრო პოლიტიკურად შეჭამს და ეს არ არის მათთვის კარგი

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში უნდა იყოს ჩასაფრებული, ქვებს, კენჭებს და ტალახებს ისროდეს, ეს მისი საქმეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, ეთანხმება თუ არა ვანო მერაბიშვილის განცხადებებს და, მათ შორის, უნდა გაკეთდეს თუ არა პარტიის მხრიდან განცხადება ამ საკითხზე, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული წევრები ლიდერების მხრიდან განმარტებას ითხოვენ.

„ვანო მერაბიშვილს კი არ ვეთანხმები, ვანო მერაბიშვილი დამეთანხმა, როცა წინა ადმინისტრაციის პირობებში პარტია იყო გასაძლიერებელი. მას დაეთანხმა პარტიის სრული უმრავლესობა. ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, არაფერი შეიცვლებოდა. წარსულს დავანებოთ თავი. ჩემი თანაპარტიელები ბანაკებად რომ არიან და მუდმივად თავდასხმას რომ ცდილობენ მათსავე პარტიაზე, მე ეს არ მომწონს, გულს მტკენს. საჯაროდაც ვეტყვი, მოდით, საქმეში ჩავერთოთ, საქმეში დახარჯეთ ენერგია, საქმეში ვიყოთ ერთად და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნა არავის აინტერესებს, ვიწრო ჯგუფის ინტერესების გარდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში უნდა იყოს ჩასაფრებული, ქვებს, კენჭებს და ტალახებს ისროდეს, ეს მისი საქმეა. დრო პოლიტიკურად შეჭამს და ეს არ არის მათთვის კარგი. ჩემი მეგობრები არიან, მე მათ პატივს ვცემ, მათთან ერთად მიბრძოლია და ვიბრძოლებ. გათავისუფლდით ამ რაღაცებისგან, მთავარ, გენერალურ საქმეს მივხედოთ. ეს არის 9 აპრილს. შევხვდები ძალიან ბევრ ადამიანს, ეს არ არის ერთი პარტიის ინტერესი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ერთ-ერთმა უკრაინულმა არხმა, Freedom TV-მ ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ვანო მერაბიშვილი აცხადებს: „მრავალი წელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ, ახლა პარტია აღდგენის გზაზეა, ვიმედოვნებ, დავინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც“.