ლევან ხაბეიშვილი - თამარ ჩერგოლეიშვილი საერთოდ არ მაინტერესებს
ლევან ხაბეიშვილი - თამარ ჩერგოლეიშვილი საერთოდ არ მაინტერესებს

თამარ ჩერგოლეიშვილი არ მაინტერესებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კითხვაზე პასუხად განაცხადა.

კითხვა ეხებოდა თამარ ჩერგოლეიშვილის გუშინდელ ფეისბუქპოსტსა და მასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას.

„თქვენ მიერ ხსენებული ადამიანი საერთოდ არ მაინტერესებს, ჩემმა კოლეგებმა თუ რაიმე განცხადება გააკეთეს, მიიღეთ მათი პოზიციები, საჯაროა ეს და არავის დაუმალავს. მე ეს ადამიანი არ მაინტერესებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რვა ოპოზიციურ პარტიას მიმართა, სოციალურ ქსელში გამოყენებული ბავშვების ფოტოების გამო მიიღონ გადაწყვეტილება „ფედერალისტების“ ლიდერთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. საუბარია „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ კომენტარებზე, სადაც ჩერგოლეიშვილი ბავშვების ფოტოებს იყენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა. ამასთან, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას განცხადებას და აღნიშნა: „გაუგებარია, რას ემსახურება ბოკუჩავას მუქარა, „ნაცმოძრაობა“ დე ფაქტო ისედაც გასული იყო „რვიანიდან“, ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ შარზე იყო და წიხლებს იქნევდა“.