ლევან ხაბეიშვილი - პეტრე ცისკარიშვილმა თქვა აბსოლუტური სიმართლე, „ნაციონალური მოძრაობაც“ აქტიურობდა და იაქტიურებს საქართველოს ევროპული მომავლისკენ
ლევან ხაბეიშვილი - პეტრე ცისკარიშვილმა თქვა აბსოლუტური სიმართლე, „ნაციონალური მოძრაობაც“ აქტიურობდა და იაქტიურებს საქართველოს ევროპული მომავლისკენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პეტრე ცისკარიშვილის ნათქვამი არასწორად იქნა აღქმული, თუმცა სიმართლეს შეიცავდა იმ კონტექსტში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამართულ ყველა აქციაში აქტიურად იქნება ჩართული.

„მგონი, სხვანაირად ისმენთ თქვენ და მე სხვანაირად მესმის. პეტრემ თქვა აბსოლუტური სიმართლე, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“ აქტიურობდა და იაქტიურებს საქართველოს ევროპული მომავლისკენ. ცალსახად ასე იქნება, ყველა აქციაზე, სადაც იქნება ევროპის მხარდამჭერი აქცია, სადაც რუსული კანონის, მაგალითად, დაღეჭვა უნდა უზრუნველვყოთ, ჩვენ ყველა აქციაზე ვიქნებით. რაც შეეხება 7-8 მარტს, ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება. მინდა, ყველა პროდასავლურ პარტიას გადავუხადო დიდი მადლობა, რომ აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროცესებში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა: „7-9 მარტს აქციაზე ხალხი თავისით არ გამოსულა, მანამდე იყო ჩვენი სერიოზული აქციები, ღუმელი სულ ცხელი უნდა იყოს, რათა ხალხი ჩაერთოს“.