ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელია ყველამ პოლიტიკურ დევნილად აღიარა, ამაზე „ქართულმა ოცნებამაც“ მოაწერა ხელი
ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელია ყველამ პოლიტიკურ დევნილად აღიარა, ამაზე „ქართულმა ოცნებამაც“ მოაწერა ხელი

ნიკა მელია ყველამ პოლიტიკურ დევნილად აღიარა, ამაზე „ქართულმა ოცნებამაც“ მოაწერა ხელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონპროექტის უკან გაწვევას არ აპირებს, არც ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდა იქნება გამოსავალი.

„მელია ყოველგვარი დათქმის გარეშე, ანუ ყოველგვარი გირაოს, ამნისტიის და ა.შ. გარეშე უნდა გათავისუფლდეს. რაც შეეხება ამნისტიას, ზოგადად მიგვაჩნია, რომ ამნისტიის ეს პროექტი ემსახურება ისტორიის გადაწერას, თუმცა ამასობაში იმასაც ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ყველა საშუალებას და ბერკეტს იყენებს, რომ ნიკა მელია არ გათავისუფლდეს. საბოლოო ჯამში, მათ ამის გაკეთება მაინც მოუწევთ, თუმცა ფაქტობრივად, როგორც ტერორისტები იქცევიან ხოლმე და როგორც სალომე ზურაბიშვილი მოიქცა ამ შემთხვევაში, სანამ ოპოზიცია პარლამენტში არ დაფიქსირდა, მანამდე ხელი არ მოაწერა ამნისტიას, ასევე იქცევა „ქართული ოცნება“. ნიკა მელია ყველამ პოლიტიკურ დევნილად აღიარა, ამაზე „ქართულმა ოცნებამაც“ მოაწერა ხელი, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ამ დრომდე არ აღასრულებენ გადაწყვეტილებას. ნიკა მელიას გაცხადებული პოზიცია ჰქონდა, რომ ევროკავშირის გირაოს დათანხმდება იმ შეთხვევაში, თუ ამნისტიას გაიწვევენ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამნისტიის გაწვევას არ აპირებენ. შესაბამისად, გირაოს გადახდაც არ მიგვაჩნია ამ შემთხვევაში გამოსავლად“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.