ლევან ხაბეიშვილი - მინდა, მივმართო ღარიბაშვილს, სუს-ის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილსაც, თქვენ ტყვედ გყავთ აყვანილი მიშა სააკაშვილი, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს
ლევან ხაბეიშვილი - მინდა, მივმართო ღარიბაშვილს, სუს-ის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილსაც, თქვენ ტყვედ გყავთ აყვანილი მიშა სააკაშვილი, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს

მინდა, მივმართო ღარიბაშვილსაც, სუს-ის ხელმძღვანელსაც, ბიძინა ივანიშვილსაც, თქვენ ტყვედ გყავთ აყვანილი მიშა სააკაშვილი, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის ციხესთან აქციაზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, დღეის ამას იქით, მშვიდად ვერ გადაადგილდება ვერც ღარიბაშვილი,ვერც კობახიძე, ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც ოლიგარქი ივანიშვილი.

„თქვენ რომ არ გეძახიან მილიციას, არ გეძახიან ძაღლებს, არ გიჭირავთ ზებრა ჯოხი, ეს ყველაფერი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. მინდა, მივმართო ჯარისკაცებს, მეგობრებო, სულ მცირე 80 პროცენტს თქვენგანს მიშა სააკაშვილმა ჩაგაცვათ ფორმა, გაგხადათ ცალ-ცალი ბოტები. მინდა, მივმართო ღარიბაშვილსაც, სუს-ის ხელმძღვანელსაც, ბიძინა ივანიშვილსაც, თქვენ ტყვედ გყავთ აყვანილი მიშა სააკაშვილი თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს და ეს იქნება ასე. დღეის ამას იქით, იცოდეს ყველამ, მშვიდად ვერ გადაადგილდება ვერც ღარიბაშვილი,ვერც კობახიძე, ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც ოლიგარქი ივანიშვილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.