ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, რაც მის ძალებში შედიოდა, მან გადადო საკუთარი თავი და ჯანმრთელობა, ახლა ჯერი საქართველოს მოქალაქეებზეა
მიხეილ სააკაშვილმა გადადო საკუთარი თავი და ჯანმრთელობა, ახლა ჯერი საქართველოს მოქალაქეებზეა. მეგობრებო, უკანასკნელი რესურსები დახარჯეთ იმისთვის, რომ დედაქალაქიდან რაიონში და რაიონიდან სხვა ქალაქში ჩახვიდეთ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ. „ქართული ოცნება“ დასრულებულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ არჩევნებში მონაწილეობა რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ უნდა მიიღოს.
„მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით, რომ სააკაშვილი არ ჩამოსულა. ცხადია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის საქართველოში. მან თავის დროზე გააკეთა განცხადება, მე თუ დამაკავებენ, ქართველი ხალხი აუცილებლად დამიხსნისო, შესაბამისად, მოვუწოდებ საზოგადოებას, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, რაც მის ძალებში შედიოდა, ჯერი არის თქვენზე. ხვალ თითოეული თქვენგანი მიდის არჩევნებზე და აფიქსირებს თავის პოზიციას. სხვა გეგმა ჩვენ არ გვაქვს. მშვიდობიანად, წყნარად ხვალ ვათავისუფლებთ კრიმინალური ოცნებისგან ჩვენს ქვეყანას და სამში საზეიმოდ გეპატიჟებით ყველას დედაქალაქში, რომ აღვნიშნოთ ქართველი ხალხის გამარჯვება. სააკაშვილმა გადადო საკუთარი თავი და ჯანმრთელობა, ახლა ჯერი საქართველოს მოქალაქეებზეა. მეგობრებო, უკანასკნელი რესურსები დახარჯეთ იმისთვის, რომ დედაქალაქიდან რაიონში და რაიონიდან სხვა ქალაქში ჩახვიდეთ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ. „ქართული ოცნება“ დასრულებულია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.