ლევან ხაბეიშვილი - „მაგნიტსკის სიაში“ იქნებიან რატი ბრეგაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, მოსამართლეები და პროკურორებიც, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ
ლევან ხაბეიშვილი - „მაგნიტსკის სიაში“ იქნებიან რატი ბრეგაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, მოსამართლეები და პროკურორებიც, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ

დაწყებული გვაქვს „მაგნიტსკის სიაზე“ მუშაობა, ამ სიაში იქნებიან რატი ბრეგაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, მოსამართლეები და პროკურორებიც, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არ უნდა აღიქვან მუქარად. ეს არის იმ უკანონობაზე პასუხი, რასაც ეს ადამიანები სჩადიან. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ აუცილებლად, მათ შორის სამართლებრივად, ამ ხალხს მოეკითხება. როცა ჩვენი ქვეყნის დასავლურ ღირებულებებზე, ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაზეა საუბარი, შუაში ეს ხალხია გაჩხერილი. ეს არ არის მუქარა, ეს არის იმაზე პასუხისმგებლობა, რა უკანონობასაც ჩადიან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.