ლევან ხაბეიშვილი - ხვალ, პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით, ჩვენი წარმომადგენლობა წავა სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები
ლევან ხაბეიშვილი - ხვალ, პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით, ჩვენი წარმომადგენლობა წავა სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები

მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხვალ უკვე ჩვენი წარმომადგენლობა, პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით, წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ევროპულ ოჯახში გინდა შესვლა, უმნიშვნელოვანესია მათი რეკომენდაციებისა და წუხილების დაკმაყოფილება.

„ევროკავშირის რეზოლუციის შემდეგ, სადაც შავით თეთრზე დაწერეს ევროპარლამენტარებმა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტის, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, საზოგადოებამ ნახა ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აბსოლუტურად ღიად და დაუფარავად მოუწოდებს რუსულ ხელისუფლებას საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ. მან განაცხადა, რომ ყოფილი ლიდერები, რომლებიც არიან დაკავებულები და მათ აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, უნდა იყვნენ გათავისუფლებული. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ცივილიზებულო სამყარო დიდი, გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ქვეყანას, რომ შემოდგომაზე საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უმნიშვნელოვანესია, შესრულდეს ის პირობები, ის დათქმები, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს. არცერთი წუხილი არ დავუტოვოთ იმ 27 ქვეყნის მთავრობას, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უნდა გაუღოს საქართველოს კარი და მიიღოს ოჯახში. როდესაც ევროპულ ოჯახში გვინდა შესვლა, იმ ოჯახში წესებს ადგენენ ის ოჯახის წევრები, ის 27 ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, ამიტომ უმნიშვნელოვანესია მათი რეკომენდაციების, მათი მოთხოვნების და მათი წუხილების დაკმაყოფილება. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა საფრანგეთის პრეზიდენტის ღია გზავნილი საქართველოს რუსული ხელისუფლებისთვის. ასევე, მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხვალ უკვე ჩვენი წარმომადგენლობა, პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით, წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.