ლევან ხაბეიშვილი - ჯონსონმა მიულოცა სააკაშვილს დაბადების დღე, მის ღვაწლზე ისაუბრა, გახარია სხვა რამეს ითხოვს, დაბადების დღეზე ტყვეობაში მყოფ ადამიანზე ასეთი საუბარი ჩვენს ტრადიციებში არაა
ლევან ხაბეიშვილი - ჯონსონმა მიულოცა სააკაშვილს დაბადების დღე, მის ღვაწლზე ისაუბრა, გახარია სხვა რამეს ითხოვს, დაბადების დღეზე ტყვეობაში მყოფ ადამიანზე ასეთი საუბარი ჩვენს ტრადიციებში არაა

ბორის ჯონსონმა მიულოცა სააკაშვილს დაბადების დღე, მის ღვაწლზე ისაუბრა, გახარია სხვა რამეს ითხოვს. დაბადების დღეზე ტყვეობაში მყოფ ადამიანზე ასეთი საუბარი ჩვენს ტრადიციებში არაა, – ამის შესახებ შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მოსახლეობა ანალიზს თავად გააკეთებს.

„მოსახლეობა კარგ ანალიზს გააკეთებს. ჯერ ერთი, სამართლებრივად ვიცით, რომ „ფეესბეს“ აგენტის, ფარცხალაძის შეთითხნილია ეს ბრალი, კლანის მოსამართლეების გასამართლებულია. მიკვირს, თვალების დათხრა რომ არ მიუსაჯა გახარიამ სააკაშვილს. სამართალს რომ თავი დავანებოთ, უკაცრავად, მაგრამ დაბადების დღეზე ტყვეობაში მყოფ ადამიანზე ასეთი რამ ისაუბრო, არც ქართულია და ზოგადად, ჩვენს ტრადიციებში არაა. ცხადია, სრული სიგიჟე და აბსურდია. ქართველი ხალხი ყველაფერს ხვდება. ბორის ჯონსონმა მიულოცა დღეს სააკაშვილს დაბადების დღე, ახალი წელი, მის ღვაწლზე ისაუბრა. გახარია სხვა რამეს ითხოვს. პუტინი ითხოვს სააკაშვილის დასჯას, ბორის ჯონსონი და ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც რეფორმატორს, ისე მოიხსენიებენ და მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. საზოგადოება თავად გაარკვევს და გაარჩევს გახარიასაც, ივანიშვილსაც და მისნაირებსაც“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს. „მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.