ლევან ხაბეიშვილი - არანაირი მეორე ტური, არანაირი პარლამენტში შესვლა და არანაირი უკან დახევა, ბრძოლა გამარჯვებამდე
ლევან ხაბეიშვილი - არანაირი მეორე ტური, არანაირი პარლამენტში შესვლა და არანაირი უკან დახევა, ბრძოლა გამარჯვებამდე

არანაირი მეორე ტური, არანაირი პარლამენტში შესვლა და არანაირი უკან დახევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც სოციალურ ქსელში ხაბეიშვილი წერს, ეს არის პარტიის პოზიცია.

„არანაირი მეორე ტურები, არანაირი პარლამენტში შესვლა და არანაირი უკან დახევა. ბრძოლა გამარჯვებამდე, ეს არის ჩემი ინდივიდუალური და პარტიის საერთო პოზიცია.

პ.ს. ვითხოვთ განმეორებით არჩევნებს, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში. თავისუფალ არჩევანს, დაცულ ხმას და თავისუფლებას ვითხოვთ“, – აცხადებს ხაბეიშვილი.

გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.