ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს
ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.

„მქონდა 12-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც ვსაუბრობდი. პირველი, რასაც გავაკეთებ, უნდა შევხვდე თბილისის რაიონულ ორგანიზაციებს, საკრებულოს წევრებს, რაიონებში უნდა შევხვდე ამ ადამიანებს, რომ უკვე დავიწყოთ, მათ შორის, შტაბების გახსნა, რომლებზეც ვლაპარაკობდით. იცით, რომ გიორგი ჩალაძესთან დავასრულეთ ამ მიმართულებით კონსულტაციები, მოლაპარაკებებიც. გაკეთდება ჯგუფი, გიორგი უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს – პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები, რომლებიც ასევე რაიონებში გაკეთდება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.