ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე მხარდამჭერების მობილიზებასთან დაკავშირებით, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში შეხვედრებს მართავს
ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე მხარდამჭერების მობილიზებასთან დაკავშირებით, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში შეხვედრებს მართავს

ორი ხელით მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც დაკავშირებული იქნება რაიმე აქტივობასთან, ღონისძიებასთან და, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, გაზიარებული იქნება ჩვენ მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე მხარდამჭერების მობილიზებასთან დაკავშირებით, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში შეხვედრებს მართავს.

„ცხადია, მხარს ვუჭერთ ყველა ინიციატივას, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვასთან, რომელიც დაკავშირებულია 9-ში სასამართლოზე ჩვენს ორგანიზებულ მისვლასთან, რადგან მნიშვნელოვანია, სასამართლოზე ვიყოთ ძალიან ბევრი. შესაბამისად, დღეს მე და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ვიმყოფებით ასპინძაში, ვხვდებით ჩვენს აქტივს, ცხადია, 9-ში სასამართლოსთან დაკავშირებით. შემდეგ უნდა შევხვდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ადგიგენში, ასევე უნდა ვისაუბროთ მობილიზაციაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოსთან დაკავშირებით. ადიგენიდან უკვე ბორჯომში შევხვდებით ჩვენს ამომრჩეველს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, ვისზეც დგას რაიონული ორგანიზაციები და, ცხადია, მთავარი თემა გახლავთ 9-ში პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. ამ შეხვედრაზე დღეს იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები, მეგობრები, თანაგუნდელები, რომლებიც, ცხადია, ესწრებიან შეხვედრას. მე ორი ხელით მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც დაკავშირებული იქნება რაიმე აქტივობასთან, ღონისძიებასთან და, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, გაზიარებული იქნება ჩვენ მიერ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ძალიან ბევრი კომუნიკაცია ხალხთან, ძალიან ბევრი მუშაობა, მოძრაობა და მოქმედება, შესაბამისად, ამიტომაც ვემზადებით. მათ შორის, 9-ში, პირველ საათზე სასამართლოზე გელოდებით ყველას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.