ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კომპანია, რომელიც თბილისის მეტროში კაბელებისა და ვენტილაციის შეცვლაზე მუშაობს, ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება არ აქვს 
ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კომპანია, რომელიც თბილისის მეტროში კაბელებისა და ვენტილაციის შეცვლაზე მუშაობს, ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება არ აქვს 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კომპანია, რომელიც თბილისის მეტროში კაბელებისა და ვენტილაციის შეცვლაზე მუშაობს, ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის მეტროში უმნიშვნელოვანესი სამუშაოებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი დოლარი გამოყო.

„კითხვა გვაქვს ლეგიტიმური და ძალიან მარტივი, როგორ აღმოჩნდა, რომ მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობენ მაგალითად გიორგი ნემსაძე, ან ყოფილი სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები. ოთხი კომპანიიდან ორ კომპანიას საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს. მეტიც ერთი 2020 წლის თებერვალშია დაფუძნებული და მაისში უკვე მეტროში ჩაუშვეს, არადა ეს ხალხი თავისი დირექტორიანად არც კი იგუგლება რომ ოდესმე ნათურა მაინც აქვს შეცვლილი, რომელი კომპანიაც იგუგლება, მისი დირექტორი არის გიორგი ნემსაძის ბიზნესპარტნიორი, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი და მეტიც ყოფილი მინისტრის კომპანია „იბერია ავტოს“ დირექტორიც. კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს რა უნდათ მეტროში კაბელებთან, სადაც ყოველდღიურად ნახევარ მილიონი ადამიანი სარგებლობს და გადაადგილდება. მერმაც და საკრებულოს უმრავლესობამაც გააკეთონ კონკრეტული განცხადებები, რა უნდათ ფეხბურთელებსა და სპორტსმენებს მეტროს კაბელებთან და არის თუ არა ეს კავშირში კალაძესთან, კორუფციასთან, კორუფციულ ხელშეკრულებასთან. სად მიდის აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 15 მილიონი დოლარი ანუ 35 მილიონი ლარი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.