ლევან კალანდაძე - წარმოუდგენელია, ყურძნის ჩაბარების ფასი ყოველ წელს ერთი და იგივე იყოს, ფასი ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად ყალიბდება
ლევან კალანდაძე - წარმოუდგენელია, ყურძნის ჩაბარების ფასი ყოველ წელს ერთი და იგივე იყოს, ფასი ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად ყალიბდება

ყოვლად წარმოუდგენელია ყურძნის ჩაბარების ფასი ყოველ წელს ერთი და იგივე იყოს. ყურძნის ჩასაბარებელი ფასი ყალიბდება თავისუფალ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ განაცხადა.

როგორც ლევან კალანდაძე აღნიშნავს, ყურძნის ფასი იქნება ისეთი, როგორი მოთხოვნაც არის ბაზარზე ამა თუ იმ წელს.

„ზოგიერთ წელს ყურძნის ფასი მოიმატებს, ზოგიერთ წელს დაიკლებს. ეს სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია. ივლისის მოვლენების შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა მოლოდინები რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით და იმის მიუხედავად, რომ რუსული მხარის მიერ დაანონსებული ემბარგო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის არ დაწესდა, ამან მაინც შეცვალა მოლოდინები და დღის წესრიგი ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის. ბუნებრივია, ქართული კომპანიები უფრო ფრთხილობენ, ნაკლებად რისკავენ და ეს ფასზეც აისახება. ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა და მოლოდინების დასტაბილურების პარალელურად ჩასაბარებელ ყურძენზე მოთხოვნა ისევ დასტაბილურდება და ყურძნის ფასიც შესაბამისად მოიმატებს“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.