ლევან კალანდაძე- ხელისუფლებას „აგარის შაქრის" ქარხნის საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს
ლევან კალანდაძე- ხელისუფლებას „აგარის შაქრის" ქარხნის საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს

ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები, რათა მოინახოს კომპრომისული ვარიანტი და გამოიძებნოს გზები აგარის შაქარის ქარხნის ასამუშავებლად. ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ  აგარის შაქრის  ქარხნის თანამშრომელთა აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“პრობლემის გასაღები არის ქარხნის ამუშავება. ხელისუფლებას დაწყებული აქვს კონსულტაციები და კომუნიკაცია ინვესტორთან.  ბიზნესომბუდსმენის აპარატსაც ჰქონდა მათთან კომუნიკაცია. არის მზაობა კომპრომისის მისაღწევად. ჩვენ  საბანკო სექტორთანაც გქონდა კომუნიკაცია. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ფინანსური პრობლემები აქვთ, სესხები 6 თვის ვადით გადაუვადდეთ, რათა მათზე ფინანსური წნეხი შემცირდეს”,-განაცხადა ლევან კალანდაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებასა და ინვესტორ კომპანიას შორის გონივრული შეთანხმება დროულად მიიღწევა.

„ერთი  მხრივ, აქ არის სახელმწიფოებრივი და კონკრეტული ადამინების ინტერესი, მეორე მხრივ კი -ინვესტორის. იმედს გამოვთქვამ, რომ  გონივრულ შეთანხმებამდე მივალთ. კონკრეტულ ვადებზე და გადაწყვეტილებაზე დღეს ვერ ვისაუბრებთ. უნდა დაველოდოთ მოლაპარაკებებს”,-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, „აგარის შაქრის“ ქარხნის  თანამშრომლები დაბაში საწარმოს დახურვას აპროტესტებენ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი