ლევან კალანდაძე - Doing Business-ში წინსვლა მოხდა საქართველოს წარმატებული რეფორმების აღიარების ხარჯზე
ლევან კალანდაძე - Doing Business-ში წინსვლა მოხდა საქართველოს წარმატებული რეფორმების აღიარების ხარჯზე

ყველა მსგავსი ტიპის რეიტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ასეთი ტიპის რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე ყოფნა განსაზღვრავს ინვესტორების ქცევას განახორციელონ საქართველოში ინვესტიცია, ან გააფართოონ უკვე არსებული. Doing Business-ში წინსვლა ადასტურებს, რომ ქვეყანაში პრობიზნესული რეფორმები ტარდება, – განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშში საქართველოს პოზიციებზე საუბრისას.

ლევან კალანდაძის თქმით, მსოფლიოს ბანკის რეიტინგში წინსვლა მოხდა არა სხვა ქვეყნებში მდგომარეობის გაუარესების მიზეზით არამედ, საქართველოს წარმატებული რეფორმების აღიარების ხარჯზე.

„მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა განხორციელებული საგადასახადო რეფორმა და საქართველოდან საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობები. ბოლო პერიოდში განხორციელებულმა პრობიზნესულმა პოლიტიკამ საგადასახადო მიმართულებით მნიშვნელოვნად შეამცირა საგადასახადო ტვირთი და ეს პოზიტიურად იქნა შეფასებული. საქართველო ყოველწლიურად აუმჯობესებს რეიტინგში საკუთარ პოზიციებს პრობიზნესური პოლიტიკის განხორციელების კუთხით და წელს, დუინგ ბიზნესის 10 ინდიკატორიდან 8-ში საქართველოს წინსვლა აქვს”, – ამბობს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე.