ლევან კაკავა - ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში საბაჟო ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს
ლევან კაკავა - ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში საბაჟო ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს

საქართველოს საბაჟო სფეროში ევროპული კანონმდებლობა დაინერგა, რაც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ, განაცხადა, რომელმაც დღეს ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

მან მებაჟეებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნული უწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა

„ეს არის პროფესიული დღე უწყების, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს ვაჭრობის მხარდამჭერ და იმავდროულად მაკონტროლებელ ორგანოს, რომლის ფუნქციები არა მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებაა, არამედ საზღვრის კვეთისას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს ზიანის თავიდან აცილება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქმის რეგულირება და უსაფრთხოება. საქართველოს მოსახლეობის და პირადად ჩემი სახელით,  მადლობას მოგახსენებთ მებაჟე-ოფიცრებო, ქვეყნისადმი თქვენი კეთილსინდისიერი, პატიოსანი და დაუღალავი შრომისთვის. უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ამ დღეს ასევე იმ მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ამ წუთებშიც დგანან საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე და ემსახურებიან საქართველოს“, – განაცხადა კაკავამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს საბაჟოს როლის გააზრება გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

„ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ავტომატიზებული გაცვლა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული მეგობარ ქვეყნებთან. ეს შესაძლებლობას იძლევა უკეთესად მოვახდინოთ საზღვრებზე მოძრავი საქონლისა და ტვირთის ადმინისტრირება, მეორე მხრივ შემცირდეს კერძო სექტორის დანახარჯები ვაჭრობაში. მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საქართველოს საბაჟო სისტეის გაძლიერებისთვის. მათი მხარდამჭერი პროგრამები და პროექტები საშუალებას გვაძლევს ჩვენი ქვეყნის საბაჟო სამსახურმა უპასუხოს თანამედროვე სტანდარტებს, სადაც მსოფლიოში ეკონომიკურ თუ გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა კაკავამ ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საბაჟო ასრულებს ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.

„ეს გამოიხატება გაყალბებული საქონლის იმპორტთან ბრძოლაში, ტრანსნაციონალურ კრიმინალთან და ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან, ფულის გათეთრებასთან, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობასთან, ასევე სხვა სერიოზულ სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. მხოლოდ 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა გამშვებ პუნქტზე რისკების მართვის სისტემისა და მებაჟე-ოფიცრების მიერ აღმოჩენილი და გამოვლენილი იქნა საქონლის უკანონო გადაადგილების ფაქტები, საბაჟო სამართალდარღვევის 20 403 ფაქტი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 6 755 ფაქტი, მათ შორის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანის 314 შემთხვევა. ასევე გამოვლინდა ინტერპოლის მიერ ძებნილი სამი მოქალაქის შეჩერების ფაქტი“, – განაცხადა ლევან კაკავამ და აღნიშნა, რომ უსაფრთხო ბიზნეს გარემოს შექმნა შეუძლებელია სამართლიანი და ობიექტური საბაჟო-ადმინისტრირების გარეშე, რაც შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღნიშნა. ღონისძიებაზე მებაჟეებს დავოსიდან ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მიმართა და აღნიშნა, რომ პირველი მარტიდან

დატოვე კომენტარი