რუსთავში ბავშვების გადარჩენისთვის ლევან იზორიამ სამხედროები დააჯილდოვა

17:11, 29.05.2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 42- ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს, კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილს, უფროს ლეიტენანტ გიორგი მუსელიანსა და კაპრალ დავით კვიწინაძეს უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ჯარისკაცებს სამაგალითო საქციელისთვის მადლობა გადაუხადა და იარაღით დააჯილდოვა.

თავდაცვის მინისტრმა რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ხანძრისა და განვითარებული მოვლენების შესახებ სამხედრო მოსამსახურეებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ლევან იზორიამ ჯარისკაცებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ მეხანძრეებთან და პოლიციელებთან ერთად, ალმოდებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს და ხუთი ბავშვი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მსგავსი